გია ვოლსკი: პარლამენტში პრემიერის ყოფნის პერიოდში, მცდელობები იქნება, რომ თემა დემაგოგიურად ჩამოაყალიბონ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, დღეს ოპოზიცია შეეცდება, რომ თემა დემაგოგიურად ჩამოაყალიბოს და პრემიერმინისტრს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე მოხსენების საშუალება არ მისცეს.
“ვფიქრობ, პარლამენტში პრემიერის ყოფნის პერიოდში მცდელობები იქნება, რომ თემა დემაგოგიურად ჩამოაყალიბონ, როგორც კითხვები, ასევე გამოსვლები და ეცდებიან, რომ საქმიანი დიალოგის ფორმატი არ შედგეს ისე, რომ პრემიერ არ ჰქონდეს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე მოხსენების საშუალება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, დღეს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დეპუტატების წინაშე ინტერპელაციის წესით წარდგება.