სოზარ სუბარი: ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერის იმედი ვერ ექნება, თუმცა მგონი თვითონაც დაიჯერეს, რომ მათ ჰქონდათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, მათ შორის ახალგაზრდობის მხარდაჭერა, რაც აბსოლუტური ტყუილია

ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერის იმედი ვერ ექნება, თუმცა მგონი თვითონაც დაიჯერეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ეიფორიაში იყვნენ, რომ მათ ჰქონდათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, მათ შორის ახალგაზრდობის მხარდაჭერა, რაც აბსოლუტური ტყუილია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„საზოგადოების ნებისმიერ ფენასა და ასაკში არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც რაღაც პოლიტიკურ მიმართულებას უჭერს მხარს, ეს ერთი და მეორე – რაღაც ნაწილმა დაიჯერა, რომ მართლა რუსულ კანონზეა საუბარი. დაიჯერეს არა იმიტომ, რომ ოპოზიციას დაუჯერეს. მთლიანობაში საზოგადოების მხარდაჭერა ოპოზიციას არ აქვს. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება, რომ ეს იყო ქარიშხალი ჭიქაში“, – აღნიშნა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები