აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროში აქციას მართავენ
ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას დილიდან ითხოვენ, თუმცა არც მინისტრი და არც უწყების რომელიმე თანამშრომელი მათ ამ დრომდე არ შეხვედრია.
იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე მოზარდების ოჯახის წევრები ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის შესაძენად დაფინანსებას ითხოვენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ პასუხს არ მიიღებენ.