რატი იონათამიშვილი – სააკაშვილზე: ჩვეულებრივი კრიმინალია
“სამხედრო ტყვე კი არა, ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელიც გასამართლებულია ქართული და საერთაშორისო სასამართლოების მიერ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება ტოლობის ნიშნის დასმას სააკაშვილსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას შორის, ეს ნარატივი აწყობს მხოლოდ რუსეთსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ აწყობს ქართულ და ევროპულ ღირებულებებს. შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი განცხადებების მქონე ადამიანი პირდაპირ გვეუბნება, რომ ის წინააღმდეგია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.