გორის მერია: სვენეთში საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სვენეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, სამუშაოები სააღმზრდელო დაწესებულების შენობის ნაწილში მიმდინარეობს.
როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში გამოიცვლება სახურავი, ფანჯრები, კარები, იატაკი. მოეწყობა გათბობის, სასმელი წყლის, კანალიზაციისა და ელექტრო მომარაგების ახალი სისტემები.
სვენეთის საბავშვო ბაღის შენობას, რომელიც დაახლოებით 5 ათეული წლის წინ შევიდა ექსპლუატაციაში, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ ჩასტარებია.
ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღში სკოლამდელ განათლებას 37 აღსაზრდელი იღებს.