ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს წარმომადგენელი კვლავ სალომე ზურაბიშვილი იქნება. ამის შესახებ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსმა დირექტორმა, რობ ბერშინსკიმ განაცხადა.

„ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ახლახან იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში იყო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების გამომხატველი ხმა და ის იქნება ამ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც დემოკრატიის სამიტზე მოვიწვიეთ“, – განაცხადა ბერშინსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებული დემოკრატიის სამიტი 28-29 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები