შალვა ხაჭაპურიძე „ვივამედის“ განცხადებაზე: გამიზნულია, რომ სააკაშვილი ციხეში ან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ, რაც იქნება სასიკვდილო განაჩენი

„ვივამედის“ განცხადება გამიზნულია, რომ სააკაშვილი ან ციხეში გადაიყვანონ, ან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება.

„ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში, თავს ვიკავებდით რამე განცხადების გაკეთებისგან. დღეს, კლინიკა „ვივამედმა“ გაავრცელა განცხადება. დასკვნის გამოტანა ძალიან მარტივია – მიხეილ სააკაშვილის მიმართ კიდევ ერთი პროვოკაციაა დაგეგმილი. არ მგონია, რომ საზღვარგარეთ გადაყვანაზე იყოს საუბარი. ამის შესახებ მე და სააკაშვილის ოჯახის წევრებს გვეცოდინებოდა. ეცოდინებოდა, თავად სააკაშვილის. ახლახან ვესაუბრე ქალბატონ გიულის და მისთვის მსგავსი ინფორმაცია ცნობილი არ არის. პირიქით, გამიზნულია, რომ სააკაშვილი ან ციხეში გადაიყვანონ, ან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, რაც სააკაშვილისთვის იქნება სასიკვდილო განაჩენის გამოტანა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედი“ აცხადებს, რომ „იძულებული ხდება მიმართოს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, რათა შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები