გოგი მეშველიანი პოლიციას და საზოგადოებას დაკარგული ბავშვის პოვნისთვის მადლობას უხდის
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი გუშინ ბოლნისში დაკარგული ბავშვის ამბავს ეხმიანება და მადლობას უხდის პოლიციას, მოქალაქეებს და ყველა ჩართულ მხარეს.
„მინდა მადლობა გადავუხადო ბოლნისის პოლიციას, სამაშველო სამსახურს, ადგილობრივ თვითმმართველობას და მოსახლეობას. დაახლოებით 24 საათიანი ერთობლივი სამძებრო სამუშაოების შედეგად 9 წლის პაატა ანანიანი უვნებლად დაუბრუნდა ოჯახს.
გუშინ, პატარა პაატას გაუჩინარებამ სამართალდამცავები, ადგილობრივი ხელისუფლება და მოქალაქეები გააერთიანა, რითაც ვიხილეთ ერთის მხრივ მაღალი პროფესიონალიზმი და მეორე – მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
ჩვენ, ბოლნისელებმა კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ერთიანობის მაგალითი და დავძლიეთ არსებული გამოწვევა. მადლობა ყველა ჩართულ მხარეს. ვულოცავ თითოეულ ბოლნისელს!“, – აცხადებს გოგი მეშველიანი.