გოგი მეშველიანი ბოლნისში ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პარკლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი – გოგი მეშველიანი ბოლნისის კულტურის ცენტრში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც „სამოქალაქო პლატფორმის ხელმძღვანელმა, სამირა ისმაილოვამ ისაუბრა საქართველოში აზერბაიჯანული კულტურისა და ტრადიციების შესახებ, ახალგაზრდული სათემო ცენტრების ახალგაზრდებმა კი წარმოადგინეს აზერბაიჯანული ეროვნული ცეკვები.

„ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვულოცავ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს და აქვე მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორებს.
მსგავსი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის კულტურული ტრადიციების უფრო ახლოს გაცნობისა და ინტეგრაციისთვის”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები