გორის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე დასუფთავების აქციებით აღინიშნა

გორის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე დასუფთავების აქციებით აღინიშნა,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქციები მუნიციპალიტეტის მასშტაბით 20-მდე ლოკაციაზე, მდინარეებისა და წყლის სხვა ობიექტების მიმდებარედ გაიმართა.

“ღონისძიებებში ჩაერთნენ საჯარო მოხელეები, მუნიციპალური ორგანიზაციები, მოსწავლეები, მოქალაქეები.

აქტივობები „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” მიერ განხორციელებული კამპანიიის „ლურჯი ნაკადულის” ფარგლებში მოეწყო.

საქართველოში სულ 26 060 მდინარე და 860 ტბაა. მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი მარაგი დაახლოებით 18 000 მლნ. მ3-ია.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ყოველი წლის 22 მარტს აღინიშნება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები