ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 86-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 86-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყერის ჩამოსვლის გამო, აკრძალული იყო ავტოტრანსპორტის გადაადგილება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.