სალომე ზურაბიშვილი: ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ამ დღეს ზეიმობს
“ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ამ დღეს ზეიმობს. ვულოცავ აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელ ჩვენს თანამემამულეებსა და ჩვენს ყველა სტუმარს, ვინც დღეს გაზაფხულის შემოსვლას აღნიშნავს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ახალი წლისა და ახალი მოსავლის ზეიმს ვულოცავ ასევე მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს, თურქეთსა თუ ირანში, ყაზახეთსა თუ თურქმენეთსა და მთელ მსოფლიოში.
ვისურვებდი, რომ ეს დღე იქცეს ახალ საწყისად, ახალი სიცოცხლის წყაროდ, განახლებული ენერგიისა და დამშვიდებული ურთიერთობების მომტანად”, – წერს ზურაბიშვილი.