ნატალი ბასილაშვილი რაფაელ ნადალის აკადემიაში გამართული ტურნირის, „ტენ-პრო გლობალ ჯუნიორ ტურის“ გამარჯვებულია
10 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნატალი ბასილაშვილი რაფაელ ნადალის აკადემიაში გამართული ტურნირის ჩემპიონია.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, ქართველმა სპორტსმენმა 10-წლამდელთა შორის 13-19 მარტს გამართულ ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.