შალვა პაპუაშვილი: მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ გაასაჩივრებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ

ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ ისინი მყისიერად გაასაჩივრებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია – ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გვაქვს ორი ხელშესახები ფაქტი. პირველი არის სასამართლოს პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც იმსჯელეს, მოუსმინეს ექსპერტებს და დაადგინეს, რომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ ისინი გაასაჩივრებენ ამას მყისიერად სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია – ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები