ეკვადორში მომხდარი 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიწისძვრის შედეგად დაახლოებით, 381 ადამიანი დაშავდა. ეკვადორის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოებში აგრძელებენ.
მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა პერუში, სადაც, მედიის ცნობით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.