რომეო მიქაუტაძე: შავი ზღვის წყალქვეშა ენერგო კაბელის პროექტი საერთაშორისო ინტერესის საგანია – უნდა აღინიშნოს, რომ იდეა და ინიციატივაც საქართველოს ეკუთვნის

შავი ზღვის წყალქვეშა ენერგო კაბელის პროექტი საერთაშორისო ინტერესის საგანია, უნდა აღინიშნოს, რომ იდეა და ინიციატივაც საქართველოს ეკუთვნის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მიმდინარე წელს ცნობილი გახდება რა ვადაში, რა დანახარჯით და როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული კაბელის ჩადება. ეს გახლავთ სიგრძით 1 200 კმ. რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი იქნება. ამ სიგრძის წყალქვეშა კაბელი მსოფლიოში არ გახლავთ. ეს იქნება პირდაპირი და მნიშვნელოვანი კავშირი ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკულ ბაზართან. ეს არის სამხრეთ კავკასიის რეგიონის ინტერესის საგანი“, – აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები