ჟურნალისტი და პოეტი – მთვარისა კერესელიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, პოეტი, მრავალი პოეტური წიგნის ავტორი – მთვარისა კერესელიძე.
დაიბადა 1942 წლის 20 ივლისს. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს რადიოს ახალგაზრდული გადაცემების განყოფილების რედაქტორად, გაზეთ „სახალხო განათლების” ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგედ, რედაქტორობდა მეუღლესთან, ცნობილ ქართველ პოეტ ბერდია ბერიაშვილთან, ერთად დაარსებულ გაზეთ „ცისარტყელას“… მისი დაარსებულია გაზეთი „პოეზია”, რომლის მთავარი რედაქტორიც თვითონვე იყო, დამფუძნებელი და პრეზიდენტია შემოქმედ ქალთა ასოციაციისაა  „ოცნება”. მთვარისა კერესელიძის პირველი ლექსი 1963 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „საქართველოს ქალში”. გამოსცა მრავალი პოეტური კრებული. მთვარისა კერესელიძე იყო საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის გამგეობისა და საქართველოს ქალთა საბჭოს წევრი.
გამოსვენება  21 მარტს, 15 საათზე. მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, IV კვარტ., III ბ კორპუსი, ბინა 47.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები