სამი წლის შემდეგ მეტროსადგური “გოცირიძე” გაიხსნა

სამი წლის შემდეგ მეტროსადგური „გოცირიძე“ გაიხსნა და მგზავრებს დილიდან ემსახურება.

მერიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში, სადგურ “გოცირიძეზე” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სხვა მეტროსადგურები შშმ პირებისთვის ამ დრომდე არ არის ადაპტირებული. შესაბამისად, “გოცირიძის” მეტროდან სხვა მეტროსადგურებში გადასვლა მათთვის, სავარაუდოდ, კვლავ პრობლემად დარჩება.

მერიის ცნობით, განახლდა ინტერიერი და ექსტერიერი, სრულად გადაიხურა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი და ჩატარდა მისი გამაგრების სამუშაოები. ასევე, სადგური ადაპტირდა შშმ პირებისთვის: დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. გარემონტდა თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვალა გახმოვანების სისტემა. სრულად გამოიცვალა სადგურის ელექტროსისტემები. რეაბილიტირდა მგზავრთა მისაღები ბაქანიც.

ცნობისთვის, პროექტის ბიუჯეტმა 4.7 მლნ ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები