“პუტინმა ენერგეტიკული ბრძოლა წააგო, შანტაჟმა არ გაამართლა” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ენერგომომარაგების შემცირებით ევროპის დაშანტაჟება არ გამოუვა.

ამის შესახებ Spiegel-ი წერს.

„პუტინმა აშკარად წააგო ენერგეტიკული ბრძოლა, მისმა შანტაჟმა არ გაამართლა“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროზე გაზის პლატფორმაზე Troll A-ში ვიზიტის დროს.

მანვე დასძინა, რომ ახლა ევროკავშირი ისეთი მოკავშირეებისგან, როგორებიც არიან აშშ და ნორვეგია ბევრად მეტ ენერგიას მიიღებს.

გარდა ამისა, მისი თქმით, ევროპამ დიდი ინვესტიცია განახორციელა განახლებად ენერგიაში და შეამცირა ენერგიის მოხმარება 20%-ით.

“ასე რომ, თუ პრეზიდენტი პუტინი გეგმავდა ჩვენს დაჩოქებას, მან ზუსტად საპირისპიროს მიაღწია. დღეს ჩვენ უფრო ძლიერები და დამოუკიდებლები ვართ, ვიდრე ოდესმე”, – თქვა მან.

ფონ დერ ლაიენი საბურღ პლატფორმაზე ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად მივიდა, რათა განიხილოს ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები