მოსკოვის პოლიციამ უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დააკავა (ვიდეო)
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მოსკოვში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. პოლიციამ აქციის ყველა მონაწილე დააკავა. 5 აქტივისტი იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი კრემლის ახლოს, ხიდზე უკრაინის დროშას შლიდნენ. ყველა დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
ოპოზიციის აქტივისტების თქმით, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები უხეშად ეპყრობოდნენ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ENPglnPtJaU” width=”560″ height=”315″]