დონეცკის ოლქში რუსეთიდან შემოსული ჯავშანმანქანების ორი კოლონა დაცხრილეს, დაღუპულია 30-მდე ადამიანი
დონეცკის რაიონში, ბელოიაროვკას დასახლებაში ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებმა რუსეთიდან შემოსული ჯავშანმანქანების ორი კოლონა დაცხრილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი ფეისბუქის საშუალებით ავრცელებს.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტების დანაკარგმა ერთი ჯავშანტრანსპორტიორი, ორი ავტომანქანა და 30-მდე ადამიანი შეადგინა.
“საარტილერიო იერიში მიტანილია ჯავშანტრასპორტიორების ორ კოლონაზე, რომელთაც ამოსაცნობი ნიშნები არ ჰქონდათ და რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დონეცკის ოლქში, სოფელ ბელოიაროვკასთან გადაადგილდებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.