გიორგი გახარია: 20 ივნისის აქციაზე ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო

20 ივნისს დადგინდა, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ორი მიტინგი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან და განმარტავს, რომ 20 ივნისს აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ პოლიციის ქმედებები ლეგიტიმური იყო.

„უდიდესი განსხვავებაა ამ ორ პროტესტს შორის. დღეს ეს პროტესტი მშვიდობიანი იყო. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პარლამენტს, ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას და ეს იყო უბრალოდ დარღვევა. ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციასა და, სხვათა შორის, პოლიცია ამას მოთმინებით იტანდა 3-4 საათზე მეტი, მაგრამ როცა ამ ორ მიტინგზე ვსაუბრობთ, უბრალოდ, ვერ შევადარებთ ერთმანეთს, სრულიად სხვადასხვა ამბავია. ამიტომ არის, რომ გამოძიებამ 20 ივნისთან დაკავშირებით დაადგინა, რომ იყო ინდივიდუალური ფაქტები, მაგრამ საერთო ჯამში, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და არ იყო ამასთან დაკავშირებით კითხვები. როცა ამ ორ პროტესტს ვადარებთ, მთავარია, რომ ისინი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, როგორც ისინი მოიქცნენ ამ სიტუაციაში“, – განაცხადა გახარიამ ინტერვიუში, რომლის ქართულ თარგმანსაც ყოფილი პრემიერის პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები