“სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს” – ომბუდსმენი 12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე
სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინ მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს,- ამის შესახებ განცხადება ომბუდსმენის აპარატმა გაავრცელა.
“აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება.
სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით.
2023 წლის 17 მარტს დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვნეს”,- წერია განცხადებაში.