გურამ მაჭარაშვილი: მერაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ის არის მთავარი „ნაცმოძრაობაში“ და რასაც ის იტყვის, უნდა გაკეთდეს – ხაბეიშვილს იქ არავინ არაფერს ეკითხება

“როდესაც გამოდის მერაბიშვილი, პირდაპირ ამბობს, რომ ის არის მთავარი „ნაცმოძრაობაში“ და რასაც ის იტყვის, ის უნდა გაკეთდეს. ხაბეიშვილს იქ არავინ არაფერს ეკითხება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, ეს არის ძალადობა.

„მათი ნებისმიერი განცხადება იქნება არასერიოზული ყოველთვის, როგორც შიდა საზოგადოებისთვის საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, გააკეთონ, ეს არის ძალადობა, რასაც ასევე ვერ მოახერხებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები