რატი იონათამიშვილი: მერაბიშვილი რომ “ნაცმოძრაობის” სულიერი მამაა და შეგირდები მის დავალებებს ასრულებენ, ეს არახალია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ის, რომ ვანო მერაბიშვილი “ნაცმოძრაობის” სულიერი მამაა და შეგირდები მის დავალებებს ასრულებენ, ეს ახალი არ არის.
მისივე თქმით, საზოგადოებამ მათი შესაძლებლობების შესახებ უკვე იცის.
“ვანო მერაბიშვილი რომ “ნაცმოძრაობის” სულიერი მამაა და შეგირდები მის დავალებებს ასრულებენ, ეს ცხადია, არახალია. რისი რესურსი და შესაძლებლობები აქვთ ამ ადამიანებს, ვფიქრობ, ამაზეც კარგა ხანია, პასუხი გაცემულია ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.