“უკრაინის პროგნოზირებად ისტორიულ პერსპექტივებში ყოველთვის იქნება სამხედრო მუქარა“
უკრაინის პროგნოზირებად ისტორიულ პერსპექტივებში ყოველთვის იქნება სამხედრო მუქარა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისვე თქმით, უკრაინა უნდა მოემზადოს მუდმივი საგარეო აგრესიის პირობებში ცხოვრებისთვის. “ბოლო თვეების მოვლენები ნამდვილ ომად იქცა. შესაძლოა, იგი შევა ისტორიაში როგორც 2014 წლის სამამულო ომი. სამამულო იგი იქცა იმიტომ, რომ სამშობლოს დასაცავად დადგა ყველა – დიდიდან პატარამდე, ეს იქცა საერთოეროვნულ მოძრაობად, ყველას საქმედ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პეტრო პორშენკომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა განსაზღვრავს, როდის აღნიშნოს სამშობლოს დამცველის დღე. “უკრაინა ამიერიდან არასდროს აღნიშნავს ამ დღეს მეზობელი ქვეყნის სამხედრო-ისტორიული კალენდრის მიხედვით. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი და არა უცხო ქვეყნის დამცველებს”, – განაცხადა პოროშენკომ.