ლუგანსკში წყლის, საკვებისა და მედიკამენტების მარაგი იწურება
ლუგანსკში სასმელი წყლის, საკვები პროდუქტისა და მედიკამენტების მარაგი იწურება, – ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ადასტურებს.
მათი განცხადებით, რეგიონში დაზიანებულია სატელეფონო ხაზებიც. ოფიციალური ცნობით, მსხვერპლი გასულ ღამეს დონბასში არ ყოფილა.
პარალელურად, უკრაინაში რუსული ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის ქმედება პროვოკაციად შეაფასა და ხაზი გაუსვა კიევის მხრიდან პროვოკაციაზე პასუხის თავშეკავების მნიშვნელობას.