ირაკლი ზარქუა – ლომჯარიაზე: ახლა ახალი დავალება აქვს, რომ საზოგადოება გახლიჩოს
“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ის არასდროს ყოფილა სახალხო დამცველი. ის იყო კონკრეტული პარტიის – „ნაცმოძრაობის“, მასთან აფილირებული ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების უფლებების დამცველი – ისიც უნიჭოდ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ “იმედის” ეთერში ნინო ლომჯარიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილ ომბუდსმენს მიღებული აქვს ახალი დავალება, რომ საზოგადოება გახლიჩოს.
“ლომჯარიამ რაც შემოიტანა ეს არის ბოლშევიზმი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ის არასდროს ყოფილა სახალხო დამცველი. ის იყო კონკრეტული პარტიის – „ნაცმოძრაობის“, მასთან აფილირებული ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების უფლებების დამცველი – ისიც უნიჭოდ”, ახლა ახალი დავალება აქვს, რომ საზოგადოება გახლიჩოს. რას ემსახურება ეს, ხომ ნახა მოსახლეობამ? ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და ამით მოახდინონ კიდევ ერთი რადიკალიზაციის გამწვავება. ჰგონიათ, რომ შემდეგ შემოდგომაზე რევოლუციას მოახდენენ და ხელისუფლებაში მოვა „ომის პარტია“ და ჩვენს ქვეყანას ფრონტის ხაზზე გაიყვანს. ეს არის მათი ამოცანა, რომელსაც ასრულება არ უწერია. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ლომჯარიებს, „ნაცსექტანტებს“, რომლებიც ომის პროპაგანდას ეწევიან – ეს არის ბოლშევიზმი და ეს იცის საზოგადოებამაც“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
ცნობისთვის, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ Facebook-ზე დაწერა: „აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ალტ ინფო“ და სხვები, მედიად, ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხართ ან ინსტრუმენტი, ან დეკორაცია რუსული პროპაგანდის“.