ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ124 მონაკვეთზე (ლენტეხი-მელე) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
ამასთანავე, ამ გზის კმ125-კმ151 მონაკვეთზე (მელე-ლასდილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის კმ1-კმ89 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.