თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის კმ150–კმ152 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ150–კმ152 (სოფ.ხევი) მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. რის გამოც, 2023 წლის 15 მარტს 11:00 სთ-დან, 18:00 სთ-მდე, იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში და გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.