“აშშ-მა ზომები მიიღო, რომ ჩამოვარდნილი დრონი სხვის ხელში არ მოხვდეს” – ჯონ კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიიღო ზომები, რათა შავი ზღვის თავზე ჩამოვარდნილი დრონი – MQ-9 Reaper უცხო პირების ხელში არ მოხვდეს.

ამის შესახებ მან CNN-ის ეთერში თქვა.

მანამდე, პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნილი დრონი რუსი სამხედროების ხელში არ მოხვდა.

შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი – სუ-27 ამერიკულ სამხედრო დრონს შეეჯახა. აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებით, აღნიშნული კატასტროფა „რუსების არაპროფესიონალური ქმედების“ შედეგი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები