გურამ მაჭარაშვილი: ხომ გავიწვიეთ ეს კანონპროექტი, ხომ ამბობდნენ, გამჭვირვალე ვართო და გამოაქვეყნონ ახლა, საიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები
ჩვენ ხომ გავიწვიეთ ეს კანონპროექტი, ხომ ამბობდნენ, გამჭვირვალე ვართო და გამოაქვეყნონ ახლა, საიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსების წყაროს მალავენ.
„ვუთხარით, მიდით, აბა, გამოაქვეყნეთ, ვინ საიდან ფინანსდება-თქო. თქვენ ნახეთ რამდენიმე სიუჟეტი, როდესაც ჰკითხეს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გამოაქვეყნეთ, თქვით, საიდან ფინანსდებითო, უპასუხა, არა, მე არ მაქვს ამის ვალდებულებაო. ხედავთ? ესე იგი, რაღაც დასამალი აქვს და რატომ უნდა ჰქონდეს დასამალი არასამთავრობო სექტორს, საიდან ფინანსდება?“, – განაცხადა მაჭარაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ .