პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსული გამანადგურებლის შეჯახების შემდეგ, აშშ-ს შავ ზღვაში საკუთარი დრონის ჩამოგდება მოუწია
რუსული გამანადგურებლის, სუ-27-ის შეჯახების შემდეგ, შეერთებულ შტატებს შავ ზღვაში საკუთარი დრონის ჩამოგდება მოუწია. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.
პენტაგონის წარმომადგენლის, პეტ რაიდერის თქმით, რუსეთს ამ დროისთვის ჩამოვარდნილი დრონი არ აღმოუჩენია.
„დაზიანების გამო, ჩვენ დრონის შავ ზღვაში ჩამოგდება მოგვიწია“, – აღნიშნა რაიდერმა.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი სუ-27 ამერიკულ სამხედრო დრონს შეეჯახა. აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებით, აღნიშნული კატასტროფა „რუსების არაპროფესიონალური ქმედების“ შედეგი იყო.