24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
ხვალ, 24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ხვალ ქვეყნის დედაქალაქში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი. ამ დღეს კიევში სამხედრო აღლუმი გაიმართება. დამოუკიდებლობის დღეს კონცერტებით და ფეირვერკებითაც აღნიშნავენ.
ოფიციალური ღონისძიებები უკრაინის დედაქალაქში ტარას შევჩენკოსა და მიხეილ გრუშევსკის ძეგლებთან ყვავილების მიტანით დაიწყება. 9:00 საათზე სამხედრო აღლუმი დაიწყება. კიევის მთავარ ქუჩაზე სამხედრო ტექნიკის ახალი სახეობის ჩვენება გაიმართება, რომელიც უკრაინაში დამზადდა.