ესტონეთის პრეზიდენტი: ქართველმა ხალხმა აირჩია თავისი გზა და ის მიდის ევროპამდე
ქართველმა ხალხმა აირჩია თავისი გზა და ის მიდის ევროპამდე, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი ქართველ კოლეგასთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„ქართველმა ხალხმა აირჩია თავისი გზა და ის მიდის ევროპამდე. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე, ვთქვი საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას, რომ მნიშვნელოვანია ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 რეკომენდაციის პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება“, – წერს კარისი Twitter-ზე.
ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც.
„დღეს ჩვენი სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტმა კარისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. მადლობა, ბატონო პრეზიდენტო!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
During our phone conversation earlier today, President Karis reiterated 🇪🇪
support for Georgia's European path, a path historically chosen by the Georgian people 🇬🇪🇪🇪🇪🇺Thank You Mr. President 🤝 https://t.co/zKexNmvdP7
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 14, 2023