„ბახმუტის დაცვას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“ – ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი მიიჩნევს, რომ ბახმუტის დაცვა მტერს აფერხებს და მთელი ფრონტის სტაბილურობის გასაღებია.

„პატივს ვცემ ბახმუტში ჩვენი ჯარისკაცების გამძლეობას, სიმამაცესა და უძლეველობას.

ამ მიმართულებით თავდაცვით ოპერაციას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მტრის შეკავებისთვის. ეს არის მთელი ფრონტის თავდაცვის სტაბილურობის გასაღები“, – აღნიშნა ზალუჟნიმ.

ამასთან, მთავარსარდალმა მადლობა გადაუხადა დამცველებს, რომლებიც დამპყრობლებს ღირსეულად პასუხობენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის მორიგი შეხვედრა გამართა, რომელზეც ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის საკითხი განიხილეს.

აღნიშნულ შეხვედრაზე შტაბის ყველა წევრმა ქალაქ ბახმუტის შემდგომ შენარჩუნებასა და დაცვასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები