„9 აპრილს შევიკრიბოთ რუსთაველზე“ – ლევან ხაბეიშვილმა აქცია დააანონსა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს საპროტესტო აქცია დააანონსა.

ხაბეიშვილმა მმართველ გუნდს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდა.

„რუსულმა ე.წ. „ალტ-ინფომ“ და რეალობაში „ქართულმა ოცნებამ“ დაწვა ევროკავშირის დროშა. ეს არის მიუღებელი. ჩვენ არ გვსურს რუსეთი, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი. მე გთავაზობთ, 9 აპრილს 17:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, ამასობაში დრო მივცეთ „რუსულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შეასრულონ. მივცეთ დრო, რომ როგორც რუსული კანონი გაიწვიეს 3 წუთში, ისე ანახონ საქართველოს, რომ იწყებენ 12 რეკომენდაციის შესრულებას. მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა მოვემზადოთ და მშვიდობიანად შევიკრიბოთ 9 აპრილს პარლამენტის წინ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები