სახალხო დამცველი რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი რუსთავის N6 (პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის) პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანი დეტალურად გაეცნო დაწესებულების საცხოვრებელ პირობებს და ინფრასტრუქტურას; მათ შორის, პატიმართა განთავსების საკნებში, დეესკალაციის ოთახებში, საერთო სარგებლობის საშხაპეებში, სასეირნო ეზოებსა თუ ხანგრძლივი პაემნების სივრცეებში არსებულ მდგომარეობას. გაესაუბრა პატიმრებს და მოისმინა მათი პრობლემები. ასევე, შეხვდა დაწესებულების დირექტორსა და ადმინისტრაციას.