იტალია “ვაგნერს” ევროპაში მიგრაციული კრიზისის გაღვივებაში ადანაშაულებს

იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ “ვაგნერის” კერძო კამპანია ევროპაში მიგრაციული კრიზისის გაღვივებაში დაადანაშაულა, როგორც საპასუხო დარტყმა უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებზე.

„აფრიკის სანაპიროებიდან მიგრაციის ექსპონენციალური ზრდა ასევე დიდწილად არის ჰიბრიდული ომის მკაფიო სტრატეგიის ნაწილი, რომელსაც “ვაგნერის” ჯგუფი აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში თავისი მნიშვნელოვანი წონის გამოყენებით ახორციელებს“, – თქვა კროზეტომ.

მისი თქმით, “როგორც ევროკავშირმა, ნატომ და დასავლეთმა გააცნობიერეს, რომ კიბერშეტევები გლობალური კონფრონტაციის ნაწილი იყო, ახლა მათ უნდა გააცნობიერონ, რომ სამხრეთ ევროპის ფრონტიც დღითი დღე უფრო საშიში ხდება”.

მინისტრის თქმით, უკონტროლო იმიგრაცია ხდება „ყველაზე დაუცველ ქვეყნებზე, პირველ ყოვლისა, იტალიასა და მათ გეოსტრატეგიულ არჩევანზე, დარტყმის საშუალება“.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წელს 20 000-ზე მეტი მიგრანტი ქვეყნის სანაპიროებს უკვე მიაღწია, მაშინ როდესაც 2022 და 2021 წლების ანალოგიურ პერიოდში, დაახლოებით 6000 იყო.

როგორც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანმა ისრაელში ვიზიტისას ასევე თქვა,  შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროპაში ბევრი მიგრანტი “ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლების მიერ კონტროლირებადი რაიონებიდან ჩადის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები