საქართველო ბოლო ერთ კვირაში რუსეთის 14 ათასმა მოქალაქემ დატოვა

ჩრდილოეთ ოსეთში საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ადამიანების გადაადგილების ზრდას აფიქსირებენ.

როგორც ჩრდილოეთ ოსეთის ვიცეპრემიერმა, იბრეკ ტომაევმა თქვა, ბოლო ერთ კვირაში საქართველოსთან საზღვარი 14 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა.

მისი თქმით, ბოლო ერთ კვირაში “ზემო ლარსის” გამშვები პუნქტი ორივე მიმართულებით 26 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციის ვებ-გვერდის მონაცემებით, მხოლოდ გასული დღის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში მიმავალი 864 მსუბუქი ავტომობილი აღირიცხა, ხოლო 641 – შემავალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები