შვეიცარიის მეჩეთში მამაკაცი მოკლეს

შვეიცარიის ქალაქ სენ-გალენის ერთ-ერთ მეჩეთში მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, პოლიცია ლიბანურ მეჩეთში მას შემდეგ გამოიძახეს, რაც შენობასთან სროლის ხმა გაისმა. მოკლული სამლოცველოში იპოვეს.
დაკავებულია ეჭვმიტანილი. მისი ვინაობა არ სახელდება. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ის იარაღით მეჩეთშივე აიყვანეს. ასევე უცნობია მკვლელობის სავარაუდო მოტივი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები