ლევან იოსელიანი: ვაპირებ, შევხვდე სააკაშვილის ოჯახს და, რა თქმა უნდა, მისი სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად მოვინახულებ მასაც

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, ის მას მოინახულებს. ამის შესახებ იოსელიანმა ომბუდსმენის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მე ვაპირებ – შევხვდე კონსილიუმის წევრებს, ვაპირებ – შევხვდე მიხეილ სააკაშვილის ოჯახს და, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად მოვინახულებ მასაც. ჯერ მე არავის შევხვედრივარ, სულ რამდენიმე დღეა, რაც დავიწყე საქმიანობა და აუცილებლად ამ ყველაფერს გავაკეთებ.

რაც შეეხება ყველა დასკვნასა და დოკუმენტს, რაც სახალხო დამცველის მიერ იქნა მომზადებული, მე მინდა, დავამშვიდო ყველა, რომ არ ვაპირებ რაღაცების გამოთხოვას ან რაღაცებზე უარის თქმას. ყველა დოკუმენტი, რომელიც მომზადებულ იქნა ჩემი წინამორბედის მიერ, იქნება ძალაში”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები