ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ საქართველო აღიარეს, როგორც სანდო პარტნიორი

შევახსენოთ საზოგადოებას, ჩვენ ახალგაზრდობას – ვინ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას? მე მოვაწერე ხელი “ქართული ოცნების” სახელით, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამასთან, გვახსოვს, ვიზის ასაღებად რამხელა რიგები იდგა საკონსულოებში, სადაც, მისივე თქმით, ბევრი ღირსებისშემლახველი ფაქტიც ხდებოდა.

“ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ საქართველო აღიარეს, როგორც სანდო პარტნიორი. როგორ მოხდა ეს? 2015 წლის 17 დეკემბერს, როცა საბოლოოდ, ჩემი მეთაურობის დროს, ქვეყანამ დაიწყო უვიზო მიმოსვლა ევროპაში. არა მხოლოდ ელიტას, არამედ ნებისმიერს შეუძლია, იყიდოს 100 ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები