რუსული სატვირთო მანქანები უკრაინის ტერიტორიას ტოვებენ
რუსული “ჰუმანიტარული” სატვირთო მანქანების კოლონა უკრაინის ტერიტორიას ტოვებს. ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ოფიციალური კიევის ნებართვის გარეშე, 150 რუსულმა სატვირთო მანქანამ უკრაინის საზღვარი გუშინ გადაკვეთა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება მოჰყვა.
ევროპაში და შეერთებულ შტატებში მომხდარი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასეს და რუსეთს დამატებითი ზარალითა და იზოლაციით დაემუქრნენ.
მარშრუტის შეცვლას უკრაინაში გერმანიის კანცლერის ვიზიტსაც უკავშირებენ. კიევში რამდენიმე საათის წინ ანგელა მერკელი ჩავიდა. მერკელი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს. კანცლერი აცხადებს, რომ კიევში ის რთულ ვითარებაში უკრაინის მხარდაჭერისა და მშვიდობის მიღწევის საკითხებს განიხილავს.
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით კი უკრაინა თავის ისტორიაში ტრაგიკულ ტესტს აბარებს და მეგობრების მხარდაჭერის იმედი აქვს.
დღეს უკრაინა სახელმწიფო დროშის დღესასწაულს აღნიშნავს, ხვალ კი დამოუკიდებლობის დღეს.
პოროშენკო მომავალ კვირას მინსკში ვლადიმერ პუტინს შეხვდება.