დიმიტრი ხუნდაძე: პირველად ვნახე, როდესაც კანონპროექტი მიღებამდე ამუშავდა

„ხალხის ძალის“ წევრის და ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის თანაავტორის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პირველად ნახა, რომ კანონპროექტს მიღებამდე ემუშავა.

როგორც მან “იმედის” ეთერში აღნიშნა, ცალ ფეხზე მდგარი ნებისმიერი ქვეყანა იოლად სამართავია.

„მხოლოდ ერთი აგენტობაა სასურველი და საამაყო, როდესაც შენი ხალხის და ქვეყნის აგენტი ხარ, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ. სიტყვა “აგენტი”, თავისი პირდაპირი მნიშვნელობით, არ არის სალანძღავი სიტყვა და როდესაც პროექტი წარვადგინეთ, მაშინვე ვთქვით, რომ ეს მეორე მოსმენის განხილვის თემაა და შეგვეძლო, ამაზე გვემსჯელა, მაგრამ მსჯელობას როგორც კი ვახსენებდით, მაშინვე მაგიდები ყირავდებოდა, ჩხუბზე გადადიოდნენ, ზოგი წყალს ასხამდა ერთმანეთს, რომ განხილვის საშუალება არ ყოფილიყო. ეს თავიდანვე დალაგებული თემა იყო, ორი საკითხი იყო დალაგებული: ერთი, ის რომ ეს რუსულია და მეორე – განხილვაში არ უნდა შევიდეთ, რად უნდა ამას წაკითხვა, ეს ორი რამ დალაგებული იყო ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნით დაემთხვა ინტერესები“, – თქვა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები