დენის სალუქვაძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართულ მანდარინს მეტი და უფრო სტაბილური საექსპორტო ბაზარი ჰქონდეს

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ, მანდარინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და ახალი ბაზრების ათვისების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გამართა ციტრუსის ასოციაციის, ექსპორტიორი კომპანიებისა და მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განიხილეს მანდარინის ექსპორტის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, საექსპორტო ბაზრების გაფართოების შესაძლებლობები, ექსპორტის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავების აუცილებლობა, ასევე დარგში არსებული ძირითადი

გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართულ მანდარინს მეტი და უფრო სტაბილური საექსპორტო ბაზარი ჰქონდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, კოორდინირებული მუშაობით

შევძლებთ ქართველი მეციტრუსეების მხარდაჭერას, ექსპორტის ზრდასა და დარგის მდგრად განვითარებას.” – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ.

მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული მანდარინის კონკურენტუნარიანობის ზრდას, საექსპორტო ბაზრების გაფართოებასა და მეციტრუსეობის დარგის მდგრად განვითარებას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები