უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ მთელი ღამის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების მასიური სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა “რაშისტებმა” მთელი ღამის და დილის განმავლობაში ქვეყანას 81 რაკეტა ესროლეს.
“რთული ღამე იყო. ქვეყანაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა. კიევის, კიროვოგრადის, დნეპერის, ოდესის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის, ჟიტომირის, ვინიცას რეგიონები. თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ სახლებზე. სამწუხაროდ არიან დაჭრილები და გარდაცვლილები. ვუსამძიმრებ ოჯახებს. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. მიმდინარეობს ენერგოსისტემის აღდგენა. შეზღუდვები დაწესდა ყველა რეგიონში. მტერმა 81 რაკეტა გაუშვა, ისევ ცდილობდა უკრაინელების დაშინებას, დაუბრუნდა თავის უსუსურ ტაქტიკას. ოკუპანტებს მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორება შეუძლიათ. მხოლოდ ეს შეუძლიათ. მაგრამ ეს მათ არ უშველის. ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც გააკეთეს”, – დაწერა ზელენსკიმ.