გიორგი ფუტკარაძე: აზრის პოლიციის, იარლიყების მიწებების, მასობრივი ბულინგის, ფეისბუქ სასამართლოების და ცოცხლად გატყავების ეპოქაში მგონია, არ გვაქვს სამტკიცებელი, რომ ევროპა გვინდა, იმიტომ რომ ეს ქვეყანაა ევროპა

ვუყურებ ეს დღეები ტოქსიკურ ფეისბუქს და მეცინება, ის ხალხი ვინც ყველაფერ ანტიევროპულს აკეთებდა ან მხარს უჭერდა მთელი თავისი ცხოვრება, მთელი თავისი საქმით, იმით თუ ვის ემსახურებოდნენ, მერე სად პორტირდებოდნენ, რა სამსახურებს თუ პოზიციებს იცვლიდნენ, მერე როგორ ინანიებდნენ, ვის კალთაში ედოთ თავი, ვისთან იღებდნენ ფოტოებს რომ გაწმენდილიყვნენ, ისევ თავიდან იწყებენ პროცესს. მარტივად დაწერეს ევროპისკენ ან შეცვალეს ქავერი, დააშეარეს აქციის ერთი ფოტო და ალიბი აქვთ. ახლა მე და ჩემნაირებს გვიყურებენ ეჭვის თვალით, თქვენ ხომ რუსების მომხრეები ხართო?!, – ამის შესახებ ტელეწამყვანი, გიორგი ფუტკარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ტელეკომპანია “იმედის” წამყვანი ეხმაურება იმ ნარატივს, რომელსაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მოწინააღმდეგეთა ნაწილი ბოლო დღეებია კონკრეტულ ჟურნალისტებს პოზიციის დაუფიქსირებლობის გამო “რუსეთის მონებს” უწოდებენ.

“რაც მეხსიერება მაქვს, ჩვენთან ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე პროტესტია. მე ამ პროტესტებს ვაშუქებ მთელი შეგნებული ცხოვრება: ზოგჯერ რეპორტიორის რანგში, ზოგჯერ წამყვანის, ზოგჯერ პროდიუსერის და ყველა დროს ერთი სახასიათო ამბავი აერთიანებს: როდესაც ქუჩაში გადის დემონსტრანტი, მას აუცილებლად რაღაც ძალიან აწუხებს, მას ჰგონია რომ გადარჩენის სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს და ყველა ვინც მის გვერდით არ დგას იმ წუთას, აპრიორი მოწინააღმდეგეა და ხშირად ცდილობს იარლიყი მიაწებოს.
ასე იბადებოდა ცნობილი კითხვები და მერე იარლიყები. მათ შორის არის “რუსეთი ოკუპანტია”? რომელსაც ახლა რომ ევროპელობას ამტკიცებს, ის პოლიტიკოსები პასუხს ვერ სცემდნენ, რუსეთის აგენტებად იყვნენ გამოცხადებული და ხალხი, დღეს რომ მათ გულებს და ლაიქებს უწერს, მაშინ სხვებს ამუნათებდნენ.
ასე იყვნენ ადამიანები, ვინ ამ ქვეყანას დამოუკიდებლობის დღიდან აყირავებდნენ და წლებმა რომ გაიარა ახლა დემოკრატიას გვასწავლიან ჭაღარაშერეულები და ხავერდოვანი ხმით და მას ტაშს უკრავენ ისეთები, ვისაც ისტორიული მეხსიერება საერთოდ არ აქვს.
წლებთან ერთად იყო ბევრი სხვა კითხვა თუ დაზუსტება, რომლითაც მოვედით დღემდე და ახლა ვინც ე.წ. ფრეიმს არ შეცვლის ფეისბუქზე ან კონსტიტუციის რომელიმე მუხლს არ დააშეარებს, ეგრევე რუსეთის აგენტად ნათლავენ, აი, “იმედის” თანამშრომლების შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა: ჩვენ ხორცი უნდა დავიგლიჯოთ , მოწამეობრივად აღვესრულოთ და შეიძლება მივიღოთ ბაბლის ინდულგენცია რომ ევროპა გვინდა. აზრის დიქტატორებს ახლა ეს სტანდარტი აქვს: ფრეიმი შეცვალა ? კონსტიტუციის მუხლი დააშეარა? ეთერში თუ თქვა ? ასე უსასრულოდ გრძელდება სია.
ვუყურებ ეს დღეები ტოქსიკურ ფეიბუქს და მეცინება, ის ხალხი ვინც ყველაფერ ანტიევროპულს აკეთებდა ან მხარს უჭერდა მთელი თავისი ცხოვრება, მთელი თავისი საქმით, იმით თუ ვის ემსახურებოდნენ, მერე სად პორტირდებოდნენ, რა სამსახურებს თუ პოზიციებს იცვლიდნენ, მერე როგორ ინანიებდნენ, ვის კალთაში ედოთ თავი, ვისთან იღებდნენ ფოტოებს რომ გაწმენდილიყვნენ, ისევ თავიდან იწყებენ პროცესს. მარტივად დაწერეს ევროპისკენ ან შეცვალეს ქავერი, დააშეარეს აქციის ერთი ფოტო და ალიბი აქვთ. ახლა მე და ჩემნაირებს გვიყურებენ ეჭვის თვალით, თქვენ ხომ რუსების მომხრეები ხართო?!.
ამბავი, რასაც ვნებათაღელვა მოჰყვა, ჩემთვის ძალიან მარტივად სათქმელია: თუ ვინმე ფიქრობს რომ გამჭვირვალობის იდეა ყველა სექტორს არ ეხება, მეცინება. ასევე მეცინება იმაზე თუ ვინმე ფიქრობს რომ “აგენტის” იარლიყს ჩამოურიგებს ყველას და ეს ასე დარჩება.
ჟანრის კლასიკად ჩამოყალიბდა, დაგინება-შეგინების ინსტიტუტი როცა რამის დასამტკიცებლად უკვე არგუმენტები არ მუშაობს, მაგრამ მე და ჩემნაირებს
აზრის პოლიციის, იარლიყების მიწებების , მასობრივი ბულინგის, ფეისბუქ სასამართლოების და ცოცხლად გატყავების ეპოქაში, მგონია არ გვაქვს სამტკიცებელი რომ ევროპა გვინდა, იმიტომ რომ ეს ქვეყანაა ევროპა და ყოველთვის ევროპულ იყო ჩვენი არჩევანი, მიუხედავად იმისა რომ ოკუპანტი რუსეთი ხან საბჭოთა კავშირის, ხან ფედერაციის, ხან იმპერიის სახით ამ ქვეყანას არასოდეს კარგს არ უკეთებდა, ახლა რაღაც პერიოდულობით თავიდან უნდა ვამტკიცოთ ფეისბუქ სტატუსებით რომ მტერი მტერია.
მე ადამიანურ ურთიერთობებში წითელი ხაზები არასოდეს შეგნებულად არ გადამიკვეთავს, არც ვაპირებ, მიუხედავად იმისა ვინ რას, როდის და როგორ აკეთებდით და ახლა როგორ ცდილობთ მათ შორის ჩემს გაშავებას, “სანქცირებას” და ტალახის სროლას. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ ასე გააგრძელეთ, მე წლებმა მასწავლა რომ ამაზე რეაქცია არ მქონდეს.
ყველას, ვისაც კომენტარი მოგინდებათ, ბოლო აბზაცები გადაიკითხეთ და მერე დაწერეთ:

ეს პოსტი არაა განკუთვნილი მათთვის, ვისაც წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვს;
არც მათთვის ვისი პოლიტიკური ანგაჟირებულობის დონე, ყველა საზღვარს გასცდა;
არც სააგენტოებისთვის და ფეისბუქზე მაუწყებელი აზრის გიგანტებისთვის, რომელთაც რაღაც რაოდენობის ადამიანი კითხულობს და ბედნიერი აწერს “სამთავრობო იმედის ჟურნალისტმა დაწერა… “;
პოსტი განკუთვნილია ადეკვატური, მოაზროვნე ხალხისთვის, რომლებიც ამ ქვეყანაში არის უმრავლესობა”, – წერს ფუტკარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები