“საქართველოს სურვილი, მიიღოს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, გასაგებია, მაგრამ მისი შეჩერების მცდელობებში გარე ჩარევა გაუგებარია” – კოსაჩოვი

საქართველოს სურვილი, მიიღოს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, გასაგებია, მაგრამ მისი შეჩერების მცდელობებში გარე ჩარევა გაუგებარია, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცესპიკერმა, კონსტანტინე კოსაჩოვმა.

ამის შესახებ მან “ტელეგრამში” დაწერა.

“საქართველოს პარლამენტარების სურვილი, მიიღონ ასეთივე კანონი, სრულიად გასაგებია. გაუგებარი რჩება საგარეო ჩარევა შიდა საკანონმდებლო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს სწორედ ამ უცხოური ჩარევის აღკვეთას”, – დაწერა მან.

კოსაჩოვმა აღნიშნა, რომ კონტროლის დაუშვებლობაზე ყველაზე მეტად ვაშინგტონი და ბრიუსელი ყვირიან.

„ამავდროულად, სწორედ ამერიკული FARA ითვალისწინებს მსოფლიოში ყველაზე მკაცრ სანქციებს უცხოური ჩარევისთვის: 10 ათას დოლარამდე ჯარიმას და/ან თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე. ასევე, სასჯელის მოხდის შემდეგ პირი დეპორტაციას დაექვემდებარება”, – თქვა კოსაჩოვმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, იმის თქმა, რომ „კანონი მოსკოვის კარნახით დაიწერა“, ნიშნავს ღიად ტყუილს.

„რუსეთი არ იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო კანონმდებლობა უცხოური დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლის შესახებ. ცხადია, რუსეთი არ გახდა ბოლო ქვეყანა, რომელმაც მიიღო ასეთი კანონმდებლობა, რადგან თანამედროვე პირობებში საზოგადოებას აქვს ეროვნული განვითარების მოთხოვნა გარე ჩარევის გარეშე“, – დაასკვნა პარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები