გივი მიქანაძე: ამ ქვეყნის პროგრესი და მომავალი ევროპის დიდ ოჯახში წარმოგვიდგენია

“ამ ქვეყნის პროგრესი და მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპის დიდ ოჯახში წარმოგვიდგენია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ის, რაც ქვეყნის ინტერესებსა და პროგრესთან არის დაკავშირებული.
„ჩვენ აბსოლუტურად დეტალური კომუნიკაცია გვექნება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ისევე, როგორც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პოზიციების გაცვლა იყო

ელჩების მხრიდან, როდესაც დადგა საკითხი, უნდა იყვნენ თუ არა ორგანიზაციები გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულნი საზოგადოების წინაშე, ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. ჩვენთვის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ის, რაც ამ ქვეყნის ინტერესებთან, ამ ქვეყნის პროგრესთან არის დაკავშირებული და პირდაპირ გეტყვით, ამ ქვეყნის პროგრესი და მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპის დიდ ოჯახში წარმოგვიდგენია“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები